- Advertisement -

ყვარელში, კორპორაცია “ქინძმარაულის” თანამშომლები საპროტესტო აქციას მართავენ

ამ წუთებში ყვარელში, კორპორაცია "ქინძმარაულის" თანამშომლები საპროტესტო აქციას მართავენ. 100-ზე მეტი ადამიანი ხელმძღვანელობისგან სახელფასო დავალიენების ანაზღაურებას ითხოვს.

აქციის მონაწილეთა თმით, ექვსი თვეა, რაც ხელფასის აღებას უშედეგოდ ელოდებიან, რის გამოც უახლოეს პერიოდში სასამართლოში ჩივილს არ გამორიცხავენ.

"მონები ხო არ ვართ,მერე რა რომ კეძო კომპანიაა,მოგვატყუეს ექვსი თვე ისე გვამუშავეს და მერე კიდევ ხელშეკრულება გაგვიუქმეს. ისეთი გაჭირვებულები ვართ ნასესხები ფულით მოვედით აქამდე.გვატყუებენ მოგცემთო, მაგრამ ამდენი დრო გავიდა.არ ვაპირებთ გაჩერებას.თუ ვინმემ დახარჯა ჩვენი მოსაცემი ფული იმანვე ზღას."- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქეთევან ქენქაძემ.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპაანის თანამშრომლები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვასაც გეგმავენ.

Comments
Loading...