- Advertisement -

ყვარელში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის II ფორუმი გაიმართა

8 და 9 ივლისს ყვარლის მუნიციპალიტეტში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ორგანიზებით, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის II ფორუმი გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელიც 2 დღის განმავლობაში გაგრძლდება, იმსჯელებენ თემებზე:
სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმა მუნიციპალიტეტებში.
თვითმმართველობებზე უფლებამოსილებების გადაცემა (სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობარეაბილიტაცია).
ახალგაზრდული პოლიტიკა მუნიციპალიტეტებში,
მოქალაქეთა მონაწილეობა (ჩართულობა).
სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების საკითხები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში.

ფორუმის მიზანია, რომ თვითმმართველობის სისტემა იყოს უფრო მეტად ეფექტური, დაისახოს სამომავლო მიზნები და განისაზღვროს შესასრულებელი ამოცანები.
ფორუმში მონაწილეობას იღებენ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე ვანო მამულაშვილი, მერის მოადგილე გივი ზაუტაშვილი და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ვალერი გოქსაძე. ასევე პარლამენტის წევრები, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები, სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ თვითმმართველობებში რეფორმის კონტექსტში არსებულ გამოწვევებსა და ხედვებზე.
ფორუმის მხარდამჭერები არიან: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და World Vision.

ღონისძიება იმართება, შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.

Comments
Loading...