- Advertisement -

ყვარელში, სოფელ ჩანტლისყურში მოსახლეობა “ნაცმოძრაობის” დროს გასხვისებული საძოვრების დაბრუნებას ითხოვს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
მოსახლეობა სოფლის კუთვნილ 35 ჰექტრის ფართობის საძოვრის გასხვისებას აპროტესტებს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ რამდენიმე დღეა გაიგეს,რომ საძოვრები “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს გასხვისდა. მათივე ინფორმაციით, საძოვრების გაყიდვა მოსახლეობისგან მალულად განხორციელდა, სხვა შემთხვევაში სოფელი ან თავად შეისყიდდა ტერიტორიას, ან გასხვისების წინააღმდეგ გამოვიდოდა.

აქციის მონაწილეების ბრალდებას ადგილზე ჩასულმა “ნაციონალური მოძრაობის: რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბოტკიველმა უპასუხა. მისი თქმით გასარკვევია, რომელ წელს გასხვისდა აღნიშნული მიწის ფართობი და ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება, მან კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი.

აქციის მონაწილეების პოზიცია პირადად მოისმინა ყვარლის მუნიციპლაიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმაც. იგი ადგილობრივებს პრობლემაში გარკვევას დაპირდა. მისი თქმით, მერიაში სპეციალისტთა 5 კაციანი ჯგუფი შეიქმნა, რომელიც აღნიშნული საძოვრების გასხვისების კანონიერებას შეისწავლის და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

Comments
Loading...