- Advertisement -

ყვარელში სპორტული კვირეული დაიწყო

11 აგვისტოს ყვარელში, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული კვირეული დაიწყო, კვირეული უამინდობის გამო სპორტულ სკოლაში გაიხნა კონცერტით ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით და ასევე გაიმართა მეგობრული შეხვედრა მინი ფეხბურთში საქართველოს პარლამენტის წევრებსა და ს.შილდის გუნდს შორის. დღეიდან, კვირეულის ფარგლებში 18:00 საათიდან განახლდება სპორტული აქტივობები სირბილში, მინი ფეხბურთსა და ფრენბურთში. ასევე გაიმართება ტურნირი ნარდსა და დომინოში.
აღნიშნული სპორტული კვირეული მიმდინარეობს ილიას ტბაზე და დასრულდება 16 აგვისტოს.
 

Comments
Loading...