- Advertisement -

ყვარლის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა

ყვარლის ახლადარჩეული მერი როსტომ სესიაშვილი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა. ინფორმაციას ამის შესახებ ყვარლის მუნიციპლაიტეტის გამგეობა ავრცელებს.

როსტომ სესიაშვილი მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში აირჩია და მან ამომრჩეველთა ხმების 63.85 % მიიღო.

ახლად არცეულმა მერმა სამუშაო დღე თანამშრომლებთან შეხვედრით დაიწყო. 

როსტომ სესიაშვილმა 2008 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკურ–ჰუმანიტარული ფაკულტეტი. 2008–2011 წლებში სწავლობა ამავე უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტზე და მინიჭებული აქვს აგრონომიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2004–2004 წლებში იყო ორგანიზაცია „მომავალი ფერმერები საქართველოში“ ხელმძღვანელი.
2005–2015 წლებში მუშაობდა ს/ს „ქინძმარაულის მარანში“ სხვადასხვა პოზიციაზე, იყო მუშა, მთავარი აგრონომის თანაშემწე, ტურიზმის მენეჯერი.

2010 წლიდან არის შპს „ეროს“ დამფუძნებელი და დირექტორი.
2015 წლიდან ასევე არის შპს „სესიაშვილის“ დამფუძნებელი და დირექტორი.
2013 წლიდან „ქართული ოცნების“ ყვარლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსები საქართველოში და საზღვარგარეთ.

Comments
Loading...