- Advertisement -

ყვარლის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიასთან ერთად ზინობიანის გზის მოხრეშვითი სამუშაოების პროცესი დაათვალირეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ქევხიშვილმა, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ზაზა გაბუნიასთან და ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატთან გურამ მაჭარაშვილთან ერთად დაათვალიერეს ს.ზინობიანის გზის მოხრეშვითი სამუშაოების პროცესი.

სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, განისაზღვრა პრობლემების გადაჭრის გზები. როსტომ სესიაშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა და მალე ს.ზინობიანში გაიხსნება სოფლის ამბულატორია. 

Comments
Loading...