- Advertisement -

ყვარლის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციაზე წელს 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

მერის, როსტომ სესიაშვილის განმარტებით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის რამდენიმე მსხვილ სოფელში მოხდება გზების რეაბილიტაცია. სესიაშვილი მერიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სასაფლაოების კეთილმოწყობას და მათთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციას ასახელებს.

“მიმდინარე წელს ერთ-ერთი მსხვილი პროექტია სოფელ შილდის გზის რეაბილიტაცია, ასევე სოფელ გავაზში ორ გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია, რეაბილიტირდება ჭიკაანში ცენტრალური გზის მოპირდაპირე გზა მისი მიმდებარე ჩიხებით, ასევე ალმატში სკოლასა და ბაღთან მისასვლელი გზა. და კიდევ ერთი, ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს გასული წლის მსგავსად წარმოადგენს სასაფალოების ტერიტორიის კეთილმოწყობა და სასაფლაოსთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია”.- განუცხადა “აიპრესს” როსტომ სესიაშვილმა.

Comments
Loading...