- Advertisement -

“ყველაფერი არის სიცრუე” – “ქართული ოცნების” შტაბში “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს პასუხობენ

"ქართული ოცნების" შტაბში ოპოზიციის ბრალდებას არჩევნების გაყალბების მცდელობასთან დაკავშირებით სიცრუეს უწოდებს. ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს საზოგადოების მხარდაჭერა აქვს და ამისთვის გაყალბება არ დასჭირდებათ.

"ყველაფერს რასაც ნაციონალური მოძრაობა აცხადებს ტყუილია. არ მესმის რას ნიშნავს შესაძლო გაყალბება. თუ რამე კონკრეტული დარღევის შესახებ დამამტკიცებელი აქვთ წარმოადგინონ. ვერ ვხედავ სუსის ჩართულობის აუცილებლობას, არჩევნების პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, თუ ოპოზიციამ რამე დესტრუქციული პროცესი არ მომაზადა." – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ბათუმში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. პარტიის ლიდერმა მირდატ ქამადაძემ მედიასთან კონკრეტულ უბნებზე შექმნილ დარღვევებზე ისაუბრა.

"ბათუმში ათი საათის მონაცემებით დაწერილია 43 საჩივარი, რაც იმაზე მიუთითებს რომ არჩევნები დარღვევით მიმდინარეობს. ბათუმის 23 საარჩევნო უბანზე ისეთი მოქალაქე მივიდა ხმის მისაცემად, სადაც არ იყო რეგისტრირებული. 45 უბანზე მარკირების გარეშე მიიღეს ამომრჩეველი. ასევე დაფიქსირდა უბანზე წარმონადგენლის მხრიდან ინფორმაციის გადაცემა ტელეფონით, რაც კარუსელის დატრიალების მცდელობაზე მიუთითებს. მოუწოდებთ მმართველ გუნდს ხელი აიღოს არჩევნების გაყალბებაზე" განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

Comments
Loading...