- Advertisement -

ყოფილი “ლეოგრანდის” შენობიდან სტუმრები სხვა სასტუმროებში გადაანაწილეს

ყოფილი "ლეოგრანდის" შენობა თითქმის დაცარიელდა. სხვა სასტუმროებში გადაყვანის პროცესით ტურისტების ნაწილი უკმაყოფილოა. ერთ-ერთმა მათგანმა ფოიეში სამართალდამცავებიც გამოიძახა.

იგი გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვდა. სასტუმრო "ველმონდში" დილით 300-მდე დამსვენებელი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა უკვე დააბინავეს ქალაქის სხვადასხვა სასტუმროებში.

ერთ საათში საგანგეგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო "ველმონდს" სახანძრო უსაფრთხოების სისტრმაში ხარვეზების გამო დროებით დალუქავს.

Comments
Loading...