- Advertisement -

ყოფილი პოლიტპატიმარი ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს

ყოფილი პოლიტპატიმარი ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს. გიორგი გოგლიჩიძემ დღეს ზესტაფონელებს თავი წარუდგინა და საარჩევნო შტაბი გახსნა.

კანდიდატის თქმით, დამოუკიდებლად კენჭისყრა ქართული ოცნების კანდიდატის საწინააღმდეგოდ გადაწყიტა, რადგან მისი თქმით კახა მახათაძე ყოფილი ნაციონალია.

გოგლიჩიძის მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენაა.მან ასევე იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ზესტაფონელებს აწუხებს.

"არ დავმალავ, მიმდინარეობდა კონსულტაციები, რომ კენჭი მეყარა ქართული ოცნებიდან. თუმცა, მოხდა რაც მოხდა. ამიტომ გადავწყვიტე კენჭი ვიყარო იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც მე ეტლს მიმაჯაჭვა. კახა მახათაძე არის პორტირებული ნაციონალი და მისი ძმის გავლენებით მოახერხა კენჭისყრა. შეხვედრებზე იტყუება, რომ პატრიარქმა სთხოვა კანდიდატობა და ბიძინა ივანიშვილის სახელსაც იყენებს"-განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

Comments
Loading...