- Advertisement -

ყოფილი პოლიციელის ბაგრატ ჯანუაშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

ყოფილი პოლიციელის ბაგრატ ჯანუაშვილის საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო საამართლოში დასრულდა. მხარეებმა სხდომაზე დასკვნითი სიტყვა წარმოადგინეს.

მოსამართლე ციცინო მოსიძის გადაწყვეტილებით, განაჩენი ხვალ, 10:30 საათზე გამოცხადდება.

პროკურატურა ჯანუაშვილს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავება.

ყოფილი სამართალდამცავი პოლიციელებს ნარკიტიკული საშუალებების ჩადებაში ადანაშაულებდა.

ცნობისთვის, ჯანუაშვილი პოლიციელებმა ორ აგვისტოს, თბილისში, ორთაჭალის სადგურზე დააკავეს.

Comments
Loading...