- Advertisement -

ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული, გრიგოლ ბაკურაძის ახლობლები აქციას მართავენ

ქუთაისში, სასჯელაღსრულების მეორე დაწასებულების წინ, ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული, გრიგოლ ბაკურაძის ახლობლები შეიკრიბნენ, მათი თქმით ბაკურაძე უნდა გათავისუფლდეს, რადგან ის პროვოკაციის მსხვერპლია.

ციხესთან იმყოფებოდა ბაკურაძის ადვოკატი ლედი ტუკვაძე. ტუკვაძის თქმით, პატიმარი რამდენიმე დღეა შიმშილობს, ორი დღის წინ კი მან თვითმკვლელობაც სცადა.

ტუკვაძემ, გრიგოლ ბაკურაძე გუშინვე მოინახულა, ჟურნალისტებთან ბაკურაძის ადვოკატმა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ბრალი დასდო და აღნიშნა რომ წულუკიანმა ბაკურაძის წინააღმდეგ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

ყოფილო მეუღლის ცემაში ბრალდებულის მოსანახულებლად რამდენიმე წუთის წინ შევიდა ფსიქოლოგი.

ცნობისთვის, გრიგოლ ბაკურაძემ 3 იანვარს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა ყოფილ ცოლს და სიმამრს. 5 იანვარს საქალაქო სასამართლომ ბაკურაძე გირაოთი გაათავისუფლა.

დაახლოებით ერთი თვის წინ კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაკურაძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

Comments
Loading...