შავ ზღვის სანაპიროზე 4-5 ბალამდე შტორმს ელოდებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 9 აგვისტო, 2018 151 სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობაა, რის გამოც წითელი ალმები სამაშველო საგუშაგოებზე დილიდან აღამართულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები. დღის მეორე ნახევარში სინოპტიკოსები 4-5 ბალამდე შტორმს ელოდებიან. ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს.