- Advertisement -

“შენების მოძრაობის” წევრი: ფოთის პირველი პირები ცენტრალურ ხელისუფლებას ყველაფერზე თავს უქნევენ

მიმდინარე წელს ფოთმა ტრანსფერის სახით 4.5 მილიონი ლარი მიიღო. აღნიშნული თანხით 5 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება. ამ ინფორმაციას მერიის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ავრცელებს.

აღნიშნული პროექტების ფარგლებში, განხორციელდება მალთაყვის სანაპირო ზოლის, მათ შორის, მისასვლელი გზის, რეაბილიტაცია( 2,654,202 ლარი). სტადიონის რეაბილიტაცია (1,099,860 ლარი) . ცენტრალური ქუჩების, ტროტუარების კეთილმოწყობა (439,850 ლარი). მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია (190,000 ლარი). მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა ( 190,000 ლარი).

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით 2012 წლიდან ტრასფერის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება , რაც ქალაქის კეთილდღეობაზე უარყოითად ისახება. საკრებულოს წევრი პაატა ჩაგანავა ( „შენების მოძრაობა“) ამაში ქალაქის პირველ პირებს ადანაშაულებს:

„როდესაც ბიუჯეტზე მიმდინარეოს მუშაობა, პარალელურდ იგეგმება მომდევნო ორი წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უნდა იყოს მზარდი,მხოლოდ მაშინ დაეტყობა ქალაქს მზრუნველი ხელი. 2012 წელს 12 მილიონი ტრანსფერი მივიღეთ, მას შემდეგ ყოველ წელიწადს გვაკლებენ მომატების ნაცლად.წელს 4 მილიონ 500 ათასი ლარი გადმოგვიგდეს. ამ მიდგომით ფოთს არანაირი წინსვლა არ ექნება.ტრანსფერის გადანაწილების დროს, ქალქის პირველი პირები, მაჟორიტარი დეპუტატი ,მერი და საკრებულოს თამჯდომარე ყველა ინსტანციას უნდა აწუხებდნენ. იმდენად ინერტული დამოკიდებულება აქთ, ალბათ არც აინტერესებთ რამდენს გამოაგზავნიან, ცენტრალურ ხელისუფლებას ყველაფერზე თავს უქნევენ“ _ განაცხადა პაატა ჩაგანავამ.

2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 15 მილიონ 800 ლარს შეადგენს.

Comments
Loading...