- Advertisement -

შეხვედრა სენაკში, პროექტის – „ახალგაზრდების ჩართულობა ჰიგიენის ხელშეწყობისათვის კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ“

დღეს, ქალაქის ამფითეატრში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდმა” საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანმრთელობის და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ნანა ფრუიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პანდემიის დროს პირადი დაცვის საშუალებების სწორად და მიზნობრივად გამოყენების მნიშვნელობას, ჰიგიენის დაცვის აუცილებლობას და COVID- 19 პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელ პრევენციულ ღონისძიებებს.

პროექტის – „ახალგაზრდების ჩართულობა ჰიგიენის ხელშეწყობისათვის კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ“ მიზანია, პანდემიის პირობებში, ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვასთან დაკავშირებით, ცნობადობის ამაღლება მოზარდებსა და ახალგაზრდებში; ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

Attachments area

Comments
Loading...