- Advertisement -

შიდა ქართლის რწმუნებული გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მუზეუმში იმყოფებოდა

საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. ამ დღესათან დაკავშირებით შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი და რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე კასპის მუნიციპალიტეტში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ. რწმუნებულმა მუზეუმში დაცული ექსპონატები – გენერლის მემორიალური ნივთები, მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა დაათვალიერა.

“დღევანდელი დღე მძიმე და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. დღე, როდესაც ქართველმა პატრიოტებმა თავგანწირვით იბრძოლეს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ დავმარცხდით, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, დღეს დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო გვაქვს. თუმცა კვლავ გვიწევს ოკუპაციასთან ბრძოლა, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ბრძოლას კი ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ აუცილებლად, მშვიდობიანი გზით მივაღწევთ დეოკუპაციას. დღეს დაუმარცხებელი გენერლის, გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში ვიმყოფებით, სწორედ ასეთი გმირების სულისკვეთებაზე დგას ჩვენი ქვეყანა. ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას.” – აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე შიდა ქართლის რეგიონის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშები დაშვებულია.

Comments
Loading...