- Advertisement -

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ ნუგზარ სამხარაძე დანიშნა

გიორგი ხოჯევანიშვილმა ახალი მოადგილე სამხარეო ადმინიატრაციის თანამშრომლებს წარუდგინა. ნუგზარ სამხარაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი.

გავლილი აქვს თავისუფალი უნივერსიტეტისა და შავი ზღვის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კურსები. წლების განმავლობაში კერძო სექტორში, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. დღემდე იკავებდა კლინიკა “კარაპს მედლაინის” საოპერაციოდეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას.

“ჩვენი სამომავლო გეგმებიდან გამომდინარე, მეორე მოადგილის დამატების საჭიროება დადგა. ნუგზარ სამხარაძე გამოცდილი და კვალიფიციური კარდია, დარწმუნებული ვარ, მისი საქმანობა წაადგება როგორც სამხარეო ადმინისტრაციას, ისე შიდა ქართლის რეგიონს”, – აღნიშნა რწმუნებულმა.

სამხარაძე სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით იმუშავებს.

Comments
Loading...