შიდა ქართლში წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 25 ოქტომბერი, 2017 456 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ ‘’საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ გორის მოსწავლე–ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრში მოსწავლეები დააჯილდოვა,- ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. შიდა ქართლის გუბერნატორის პირვლმა მოადგილემ, იოსებ ოქრომელიძემ, გორის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან, სააგენტოს დირექტორთან გიორგი შალუტაშვილთან და შიდაქართლის საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონის სკოლების 308 წარჩინებულ მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცა. წელს, საქართველოს მასშტაბით 2557 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება და მიზნად ისახავს როგორც მოსწავლეთა მოტივაციიის ამაღლებას, ასევე ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერებას. ხაშურის მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი წარჩინებული მოსწავლე მესამე საჯარო სკოლიდან აღმოჩნდა.