შიმშილობის მე-5 დღე ოზურგეთში – “ნაცმოძრაობის” დეპუტატების პროტესტი გრძელდება ოზურგეთი დამატების თარიღი 22 ივნისი, 2018 158 "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატები ბესო ქათამაძის ცემის ფაქტში მონაწილე უმრავლესობიდან 5 დეპუტატისთვის პოლიტიკური თანამდებობების შეჩერებას ითხოვს. ოპოზიცია ასევე მიმართავს საგამაოძიებო უწყებას, რომ პასუხი აგოს ხუთივე მათგანმა, როგორც ორგანიზებული დანაშაულისთვის. აღნიშნული მოთხოვნებით მაშტაბური აქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს 3 საათზე დაანონსა. სწორედ ამ აქციაზე გახდება ცნობილი რა სტრატეგიით გააგრძელებს ოპოზიცია პროტესტს. ოზურგეთის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ცემის ფაქტზე საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატს უკვე წაუყენეს ბრალი და 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა სასამაღტლომ.