- Advertisement -

შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია “Camille Bloch” გურიაში თხილის წარმოებას გეგმავს

შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია "Camille Bloch" გურიაში თხილის წარმოებას გეგმავს, რომელიც არის დაინტერესებული თხილის პლანტაციების გაშენებით და ამ სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით.

კომპანია „Camille Bloch” ექსპერტები გურიის გუბერნატორს მერაბ ჭანუყვაძეს და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე სარიშვილს შეხვდნენ.

ამ ეტაპზე ექსპერტები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, პლანტაციებისთვის შესაბამისი ტერიტორიების მოძიებაზე მუშაობენ. იგეგმება 500 00 ცალი თხილის ნერგის გამოყვანა. მხარეები სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ანასეულის ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან ტაკიძე.

Comments
Loading...