- Advertisement -

შპს “ფერი” პანკისელების პროტესტს პასუხობს – ჰესი არანაირ საფრთხეს არ წამრმოადგენს ხეობისთვის

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანაში ,"ხადორი 3" ჰესის მშენებლობას შპს "ფერი" აწარმოებს. კომპანიაში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურნენ.

ლაშა იორდანიშვილის თქმით, აღნიშნული ჰესი 5 მგვტ-ის სიმძლავრის იქნება ,რაც არანაირ საფრთხეს არ წამრმოადგენს ხეობისთვის. 

"საკმაოდ დიდი ხანია, ვმოღვაწეობთ პანკისის ხეობაში. ბევრი სასიკეთო პროექტი გვქვს განხორციელებული.რაც შეეხება "ხადორი 3" ჰესის მშენებლობას, ეს იქნება 5- მგვტიანი ჰიდროელექტროსადგური, რაც არანიარ საფრთხეს არ შეუქმნის მოსახლეობას.მე ვფიქრობ ის ხალხი, ვინც აპროტესტებს ჰესის მშენებლობას, ნაკლებად ინფორმირებულია ამ საკითხზე.სწორედ ამიტომ უახლოეს დღეებში ჩვენ კონსულტაციებს გავმართავთ ადგილობრივებთან. სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია და წინა მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს," – აღნიშნა ლაშა იორდანიშვილმა.

Comments
Loading...