- Advertisement -

შრომის ინსპექტორი: ერთი შეხედვით მინდელის შახტაში სეისმურ პროცესებს ადგილი არ ჰქონია

უკვე მეორე დღეა ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ადგილზე იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები.

როგორც ირაკლი იობიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ისინი დღეს შეეცდებიან უშუალოდ შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ, ვინაიდან მათ გუშინ უსაფროების ზომებიდან გამომდინარე ამის საშუალება არ მიეცათ.

მისივე განცხადებით, ერთი შეხედვით ადგილი არ ჰქონია სეისმურ პროცესებს, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა შემთხვევის დრო მართლაც ჰქონდა ადგილი სამთო დარტყმას, ეს ყველაფერი კი მას შემდეგ დადასტურდება, რაც საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება. 

ამ წუთებსში ადმინისტრაციის შემობაში ოჯახის წევრები მიდიან, თუ რაზე ისაუბრებენ ისინი და კომპანია "საქნახშირ GIG"-ის წამომადგენლები სავარაუდოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გათენიისას ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 6 მეშახტე გარდაიცვალა, ხოლო 3 დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი "სამთო დარტმამ" გამოიწვია. 

Comments
Loading...