- Advertisement -

შსს: თელავში, მანქანა კარვის სამაგრს შეეხო, არავინ დაშავებულა და არც კარავი დაზიანებულა

 შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე პრევენციის მიზნით იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, არავინ დაშავებულა, არ დაიქნებულა არც კარავი და არც ის ავტომობილი, რომელიც კარავსის სამაგრს შეეხო ადგილზე ჩატარდა გასაუბრება. რაც შეეხება პირველ იანვარს მომხდარ ფაქტს, გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას. ცნობისათვის, ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია რომ თელავის ცენტრალურ მოედანზე მდგარ საპროტესტო კარავს ავტომობილი დაეჯახა.

Comments
Loading...