- Advertisement -

შუახევის მერმა მოსახლეობას თავისი საქმიანობის 100 დღის ანგარიში წარუდგინა

"მეგობრებო, წინასაარჩევნო შეხვედრების დროს მე თქვენ დაგპირდით, რომ ვიქნებოდი თქვენს გვერდით, გავიზიარებდი თითოეული ოჯახის, სოფლის პრობლემას. ახლა დაპირებების შესრულების დროა. ვეცდები, ყველა საკითხი ჩემს გუნდთან ერთად მოვაგვარო" – ამ სიტყვებით დაიწყო შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრა, რის შემდეგ თავისი საქმიანობის 100 დღის ანგარიში, მიმდინარე ღონისძიებები და სამომავლო პროექტები გააცნო ადგილობრივებს.

ჭვანის, ჭალის, წყაროთის, ახალდაბის მოსახლეობასთან ანგარიშის წარდგენის შემდეგ ფრიდონ ფუტკარაძემ ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხა და მათთვის პრიორიტეტული საკითხები და საჭიროებები მოისმინა.

ადგილობრივებმა მერს შიდა გზების კეთილმოწყობა, სოფლის მეურნეობის განვითარებაში ხელშეწყობა,ადგილზე სამუშაო რესურსის შექმნა და ტურისტული პოტენციალის ათვისება და განვითარება თხოვეს.

"მოსახლეობისგან წამოსული საკითხები ჩვენთვის აქტუალური და პრიორიტეტულია. ჩვენი სამოქმედო გეგმაც ინფრასრტუქტურის მოწყობაზე,სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებაზე, განათლების, ჯანდაცვის სფეროს განვითრებაზეა დაფუძნებული. შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ საჭიროა მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობა როგორც, მუნიციპალიტეტის, ასევე აჭარის სამინისტროებში არსებულ სხვადასხვა პროგრამებზე და პროექტებზე. ამ კუთხით გავააქტიურებთ მუშაობას", – განაცხადა შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ.

Comments
Loading...