შუახევის მუნიციპალიტეტში ხმა 9 192 ამომრჩეველმა დააფიქსირა შუახევის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 21 ოქტომბერი, 2017 297 მთელი დღის განმავლობაში მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი შუახევის მუნიციპალიტეტში სადაც საერთო ჯამში 9 182 ამომრჩეველი გამოცხადდა. რაც პროცენტულად 61,24-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" შუახევის 82-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ მიაწოდა. მათივე ინფორმაციით შუახევში სულ 4 357 ქალი და 4 835 მამაკაცმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით მუნიციპალიტეტის ყველა უბანი ზუსტად რვა საათზე დაიკეტა, ამ ეტაპზე კი ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს