- Advertisement -

შუახევის სასპორტო სკოლაში 10-მდე სპორტის სახეობას 383 მოსწავლე ეუფლება

"სპორტის ყველა სახეობა ჩემთვის პრიორიტეტულია, სპორტი და ფიზიკური განათლება აუცილებელი პირობაა პიროვნების ჩამოყალიბების და განვითარებისთვის.“- ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ა(ა) იპ სასპორტო სკოლის და ა(ა)იპ ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლის თანამშრომლებთან და მწვრთნელებთან.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას მერთან ერთად მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძეც ესწრებოდნენ.

ხელმძღვანელმა პირებმა ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშთან ერთად, არსებული პრობლემებიც მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

ფრიდონ ფუტკარაძემ სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა სპორტის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე და სპორტსმენებს მხარდაჭერას დაპირდა.

ა(ა) იპ სასპორტო სკოლაში 10-ამდე სპორტის სახეობაა და მასში 383 მოსწავლეა გაერთიანებული. დასაქმებულია 37 თანამშრომელი.

შუახევის მერიის ინფორმაციით, ა(ა) იპ ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლაში ფეხბურთის 3 და რაგბის 5 სხვადასხვა ასაკის ჯგუფები მოქმედებს, სადაც სპორტის სახეობებს 150 მოსწავლე ეუფლება. დასაქმებულია 22 თანამშრომელი.

Comments
Loading...