- Advertisement -

შუახევის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესს ირაკლი თავბერიძე და ედუარდ გოგრაჭაძე დაესწრო

შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი თავბერიძე, მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსთან ედუარდ გოგრაჭაძესთან ერთად გაეცნო.

მინისტრის მოადგილემ სოფელ ფურტიოში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიხედვით სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში კეთილმოეწყო საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერებისკაბინეტი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, სრულადკეთილმოეწყო სკოლის მიმდებარე ტერიტორია და დაიგო ბეტონის მონოლითური საფარი,მოეწყოლითონის კვადრატული ღობე. სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით.

მინისტრის მოადგილე ბუთურაულისა და ნენიის საჯარო სკოლებშიც იმყოფებოდა, სადაც პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციის წევრებმა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

Comments
Loading...