- Advertisement -

შუახევი-ჩირუხის გზის 6 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო

შუახევი-ჩირუხის გზის 6 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. განხორციელებული სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

რეგიონის ხელმძღვანელს მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი პროექტები აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რაულ ბერიძემ გააცნო.

შუახევი ჩირუხის გზის 6 კმ-იან მონაკვეთზე განხორციელდა 287 გრძ.მეტრი ლითონის მილის ჩალაგება, 16 ადგილზე გაკეთდა 217 გრძ.მეტრი გაბიონი, 19 ადგილზე 225 გრძ. მეტრი ბეტონის საყრდენი კედელი, 1132 გრძ.მეტრი პარაპეტები და 30 701 მ2-ზე დაიგო ასფალტობეტონის საფარი.

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტით შუახევის მუნიციპლაიტეტში გათვალისწინებულია 9,880 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 377 340 ლარი გამოიყო. მიმდინარე წელს ასევე 2 ახალი ხიდი და 37 ერთეული ხელოვნური ნაგებობა აშენდება.

შუახევის მერიის ინფორმაციით გათვალისწინებულია ასევე 30 938 კმ. სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია, 6500 კუბ.მ. ბეტონის საფარის მოწყობა და სხვა საგზაო სამუშაოების განხორციელება.

სულ შუახევის მუნიციპალიტეტში 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურურული პროექტებისთვის გამოყოფილია 11 082 320 მილიონ ლარამდე.

Comments
Loading...