- Advertisement -

შუახევი ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლებს მასპინძლობდა

შუახევი, რეგიონის სხვადსხვა კუთხიდან მოწვეულ შუახევში მოღვაწე საზოგადო მოღვაწეებს, ხელმძღვანელ პირებს, ცნობილ სახეებს, პედაგოგებს, წარმატებულ და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს მასპინძლობდა, რომლებიც თავიანთი საქმიანობითა და მოღვაწეობით უკავშირდებოდნენ შუახევს და რაიონის ისტორიაში თავიანთი კვალი დატოვეს.

ტრადიციას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა, ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლებმა შეხვედრა წელს უკვე მეორედ იზეიმეს.

სპეციალურად მათთვის მოეწყო ძველი და ახალი შუახევის, ყოფა- ცხოვრების, ტრადიციების ამსახველი ფოტო – გამოფენა.

ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, მთავრობის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოადგენლები ესწრებოდნენ.

დღვანდელი ზეიმი მობრძანებულ სტუმრებს და ადგილობრივებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, რაიონის ყოფილმა ხელმძღვანელებმა და საზოგადო მოღვაწეებმა მიულოცეს.

მოეწყო მოსწავლე – ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეების მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა, გაიმართა სპორტული ღონისძიებები, ფლეშმობი, პერფომანსი და საზეიმო ღონისძიება ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.

Comments
Loading...