- Advertisement -

შუახევში ბაგა-ბაღს, რომლის მშენებლობაც 2 წელია მიმდინარეობს, გახსნამდე ნაპრალები გაუჩნდა

შუახევში სოფელ შუბანში ბაგა-ბაღი დღემდე არ არსებობდა. ბაღის მშენებლობა მერიამ ჯერ კიდევ ორი წლის უკან დაიწყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა, მიზეზი კი ისაა, რომ შენობას გახსნამდე ნაპრალები გაუჩნდა.

საკითხთან დაკავშირებით "აიპრესი" დაუკავშირდა შუახევის მერიას, სადაც განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე შენობის გამაგრებითი სამუშაოები მიმდნინარეობს და აღნიშნული ბაღი 2018 წელს ახალი სასწავლო წლისათვის გაიხსნება.

მუნიციპალიტეტის მერის ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, ბაღის ამ დრომდე გაუხსნელობა მეწარმის არაკეთილსინდისიერებამ გამოიწვია, მისივე ინფორმაციით სწორედ ამიტომ აღნიშნული კომპანია დაჯარიმდა. 

"მშენებლობა 2 წლის უკან დაიწყო როგორც მე მაქვს ინფორმაცია, უბრალოდ კეთილსინდისიერი მეწარმე არ აღმოჩნდა, ვისაც სამშუოების შესრულების პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული შესაბამისად იქნა გადავადება, თუმცა დღესდღეობით დასრულებული არის ბაგა-ბაღი, მაგრამ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამაგრებითი საუმუშაოები, რომელიც დასრულებული იქნება აუცილებლად და წელს გაიხსნება. ანუ ადგილზე სადაც ბაგა-ბაღი აშენდა გაჩნდა ნაპრალები რომელსაც დამატებითი სამუშაოები დასჭირდა", – განაცხადა "აიპრესთან" შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ. 

შეგახსენებთ შუახევში სოფელ შუაბის სააღმზრდელო დაწესებულებაზე სამუშაოებს კომპანია "ზაზო" აწარმოებდა.

ხელშეკრულებით გათვალისწიბებული სამუშაოების ვერ შესრულების გამო კომპანია რამოდენიმეჯერ დაჯარიმდა, შეუწყდა ხელშეკრულება და დაეკისრა პირგასამტეხლო 10 799 ლარის ოდენობით.

Comments
Loading...