- Advertisement -

შუახევში ბესელაშვილებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

შუახევში ბესელაშვილებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გზაზე მოეწყო დამცავი ზღუდარები. გზის პრობლენურ მონაკვეთზე დაეგება ბეტონის საფარი.

პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოიყო. 

შუახევის მერიის ინფორმაციით დასრულდა სოფელ ბესელაშვილებში სოფლის სახლის სარდაფის გამოშენება. სამუშაოებზე 4 800 ლარი დაიხარჯა. სახლის სარდაფის გამოშენება დასრულდა ასევე თამარ მეფის ქ # 9-ში და თამარ მეფის ქ # 20-ში.

შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძემ, ინფრასტრუქტურული ღონისძიების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

Comments
Loading...