- Advertisement -

შუახევში ბუთურაული-ნენიის წყალსადენის მაგისტრალის შენებლობა მიმდინარეობს

შუახევში ბუთურაული – ნენიის წყალსადენის მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს, მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ჯარიმებით მიმდინარეობს დღეს მონიტორინგის ფარგლებში შუახევის მერმა ხელმძღვანელ პირებთან ერთად პირადად დაათვალიერა ფურტიო და სამუშაოების მწარმოებლისგან მოისმინა ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

ამ დროისათვის ექვს ლოკაციაზე მიმდინარეობს მიწის გრუნტის დამუშავება და ლითონის მილების ჩაწყობა-შედუღებითი სამუშაოები. ფურტიო-ბუთურაული-ნენიის წყალსადენის მაგისტრალის მშენებლობა ზღვის დონიდან 1260 მ. სიმაღლიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთიდან ხორციელდება და დასრულებული პროექტით შუახევის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის ფურტიოს, ბუთურაულის, ნენიის მოსახლეობა ისარგებლებს. პროექტისთვის 4 მლნ. 916. 999 ლარია გამოყოფილი.

Comments
Loading...