შუახევში დაკარგულ 13 წლის მოზარდს მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ შუახევის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 22 მარტი, 2018 467 შუახევში დაკარგულ მურმან ფუტკარაძეს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. ორი დღის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ შუახევის, ხულოს, ქედის, ბათუმის სახანძრო – სამაშველო ბრიგადები, სულ 60 -ამდე მაშველი და 2 მყვინთავი. დღეიდან სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო დამატებით 1 მყვინთავი და თბილისის სახანძრო- სამაშველო ბრიგადები. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაშველებს ადგილობრივებიც ეხმარებოდნენ. დღეიდან სამძებრო სამუშაოები ჩირუხის წყლისა და აჭარის წყლის სანაპიროებთან გრძელდება. შუახევის მერიის ინფორმაციით მესამე დღეა შემთხვევის ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე. ოჯახს მიუსამძიმრა და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე. სამძებრო სამუშაოებში არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და შშს შუახევის რაიონული სამმართელოს თანამშრომლები.