- Advertisement -

შუახევში, დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბოს ფესტივალი გაიმართა

მოედანზე 9 გუნდის, 60-მდე 2004 წ. დაბადებული და უმცროსი ასაკის მორაგბეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ღონისძიება ტრადიციულია და მისი მიზანი, მასობრივი სპორტის სახეობის პოპულარიზაციასთან ერთად, ბავშვთა რაგბის განვითარებაა.

აღნიშნულ ფესტივალში გამარჯვება ფურტიოს რაგბის გუნდმა მოიპოვა. საქართველოს ბავშვთა სარაგბო ფესტივალი მუნიციპალიტეტის მერიის, შუახევის ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლის ორგანიზებით და საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.

Comments
Loading...