- Advertisement -

შუახევში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დედაენის დღის კვირეულის ფარგლებში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, შუახევის კულტურის ცენტრში. ღონისძიება შუახევის მოსწავლე-ახალგაზრდობის განყოფილების აღსაზრდელების და ინწკირვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ჩაატარდა.

ინწკირეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, გამართეს თეატრული წარმოდგენა "იავნანამ, რა ჰქმა?" ღონისძიების მონაწილე ბავშვებმა, წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს მინი სპეკტაკლი, ,,ვიცი? არ ვიცი?" და ,,ფარნავაზიდან-იაკობამდე". ასევე დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, წაიკითხეს ,,ანბანთ ქება". ღონისძიებაში მონაწილეობდა სალოტბარო სკოლა და ანსამბლი ,,ოთოლთა". ღონისძიებას ესწრებოდა, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი დავითაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები.

მერმა გამოსვლა "მშობლიური ენა, ქართველი ერის იდენტობის, ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია"- ამ სიტყვებით დაიწყო, ასევე ისაუბრა ქართული ენის მნიშვნელობაზეც.

Comments
Loading...