- Advertisement -

შუახევში, ზამლეთის ამბულატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

პროექტის ფარგლებში განხორციელდა შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები, შეიცვალა იატაკი, ჭერი, მოწესრიგდა სველი წერტილები, დამონტაჟდა ელექტროგაყვანილობა

შუახევის მერიის ინფორმაციით პროექტისთვის მერიამ 4380 ლარით დახარჯა.

ამბულატორია 2 სოფლის ნენიის და ნიგაზეულის მოსახლეობას მოემსახურება, მიმდინარე წელს დაგეგმილია ჭვანის და ბრილის ამბულატორიების რეაბილიტაცია, იგეგმება ასევე წყალსაყრის ამბულატორიაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

დასრულებული სამუშაოები შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.

Comments
Loading...