- Advertisement -

შუახევში, ზამლეთში საავტომობილო გზის გასწვრივ დასასვენებელ-საპიკნიკე ადგილის მოწყობა იგეგმება

შუახევში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ზამლეთში საავტომობილო გზის გასწვრივ დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილის მოწყობა იგეგმება.

პროექტის თანახმად, სარეკრეაციო ადგილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფანჩატურით, კარვების განთავსების ადგილებით. შუახევის მერიის ინფორმაციით შესაძლებლობის შემთხვევაში მდინარის ნაპირთან წვდომისათვის მისასვლელი გზით ან ბილიკით. ვიზიტორთა კვებით მომარაგებისათვის მცირე ზომის მომსახურების ობიექტით, ნახევარფაბრიკატებით უზრუნველყოფით ან მომზადების სერვისით, სამწვადით. საპიკნიკე ადგილის ნორმალური ფუნქციონირებისთვის სხვა საჭირო მოწყობილობებთან ერთად უნდა მოეწყოს სველი წერტილი,საშხაპე კაბინა,გარე განათებები, ველოსიპედის პარკინგი. მიმდებარე ტერიტორია დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოადგილესთან ომარ ტაკიძესთან და აჭარსპეცპროექტის ხელმძღვანელ ჯემალ გოგიტიძესთან ერთად დაათვალიერა.

Comments
Loading...