- Advertisement -

შუახევში პედაგოვებს შორის “რა? სად? როდის?” ჩატარდა

დაბა შუახევის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებს შორის ჩატარდა. ინტელექტუალური თამაშში სულ 28 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.

ღონისძიებას უძღვებოდა შუახევის მუნიციპალიტეტში ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" ექსკლუზიურად ჩატარების უფლების მქონე პირი ზვიად ფუტკარაძე.

პედაგოგებს შორის გამართულ ინტელექტუალურ თამაშში საპრიზო ადგილების მოიპოვეს: შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლამ – I ადგილი; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისის საჯარო სკოლამ – II ადგილი; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლამ – III ადგილი;

პირველი ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა თასი და ფასიანი საჩუქრები, ხოლო მეორე და მესამე ადგილის გასულ გუნდებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.

დაბა შუახევის საჯარო სკოლაში გამართულ ინტელექტუალურ თამაშს „რა? სად? როდის?“ ესწრებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და შუახევის რესურსცენტრის წარმომადგენლები.

ინტელექტუალური თამაში შუახევის რესურსცენტრის ორგანოზებითა და შუახევის მერიის მხარდაქერით გაიმართა.

Comments
Loading...