- Advertisement -

შუახევში საშობაო “ალილოს” საზეიმო მსვლელობა გაიმართა

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. საუფლო დღესასწაული შუახევშიც ტრადიციულად – სარკმელში ანთებული საშობაო სანთლით, საშობაო ღვეზელითა და ალილოთი აღინიშნა.

საზეიმო წირვა-ლოცვის შემდეგ მრევლმა სახალხო მსვლელობა მოაწყო და ქუჩებში გადაინაცვლა. მეალილოები ღვთის სადიდებელ საგალობლებს ასრულებდნენ და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავდნენ ერთმანეთს. 

შუახევის მერიის ინფორმაციით ალილოს მსვლელობას შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაც შეუერთდა და საშობაო ტკბილეული გადასცა.

Comments
Loading...