- Advertisement -

შუახევში სოფელ კობალთას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

უკვე მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან შუახევში, სოფელ კობალთის ტყეში. როგორც სოფლის წარმომადგენელი "აიპრესთან" განაცხადა ხანძარი კოლაკიზებულია და სხვა კერებზე გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს.

ქრობის პროცესში ჩართულია მეხანძრე მაშველები და მეტყევეები. ხანძრის კერების ნიჩბებით დამუშავებაში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩართულია, თუმცა სიტუაციას ის გარემოებაც ართულებს, რომ ხანძრის კერებამდე სახანძროს მანქანები ვერ მიდის.

ადგილობრივი მოსახლეობა იმასაც იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინაც ზუსტად იგივე ტერიტორიაზე ხანძარი იყო.

Comments
Loading...