- Advertisement -

შუახევში, სოფელ კობალთაში სასოფლო გზაზე დღეს დილით მეწყერული პროცესები განვითრდა

შუახევში ჭარბი ატმოსფერული ნალექების შედეგად სოფელ კობალთაში, სასოფლო გზაზე დღეს დილით მეწყერული პროცესები განვითრდა.

ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად კობალთაში იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე.

ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამ დროისათვის გზა გაწმენდილია და სოფლის გზაზე გადადგილება , როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით არის შესაძლებელი.

ჩვეულ რეჟიმში მუშაობს კობალთის დაწყებითი სკოლა. დილით, ფრიდონ ფუტკარაძემ სკოლაში მიმავალ მოსწავლეებს დახმარება გაუწია გზის მეორე მხარეს გადასვლაში.

მეწყერს კობალთის მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია.

Comments
Loading...