- Advertisement -

შუახევში სოფელ კობალთში მეწყერული პროცესები თითქმის ყველა გაწვიმებაზე ვითარდება

შუახევში სოფელ კობალთში მეწყრული პროცესები თითქმის ყველა გაწვიმებაზე ვითრდება, მთა წუმპოდან ჩამოსული მიწის მასა სოფლის ცენტრალურ მაგისტრალს კეტავს. შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე "აიპრესთან" საუბრისას თავადაც აღნიშნავს, რომ სოფელში მწეყრული პროცესები თითქმის ყველა გაწვიმებაზე ვითრდება, მისივე თქმით მერია ამ ეტაპზე ვერანაირ ღონისძიებას ვერ გაატარებს სანამ არ მოხდება ტერიტორიის შესწავლა საგზაო დეპარტამენტთნ ერთად, ამის შემდეგ კი გახდება ცნობილი თუ კონკრეტულად რა სახის ღონისძიებებს გაატარებს შუახევის მერია. 

„მეწყერი სოფელ კობალთში მართლაც, როცა ცუდი ამინდია ვითრდება, ეს არის პროცესი რომელიც ჯერჯერობით ვერ შეჩერდება ჩვენი მხრიდან და ვერ ჩტარდება სამუშაოები.

ბუნებრივია, მოხდება ამის შესწავლა საგზო დეპარტამენტთან ერთად და სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ მოსახლეობას უნდა ქონდეს უსაფრთხო გადაადგილების საშუალება და ეს იქნება მართლაც ასე", – განაცხადა „აიპრესთან“ შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ.

Comments
Loading...