- Advertisement -

შუახევში, სოფელ ფურტიოში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა გახსნეს . სკოლის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიხედვით სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში კეთილმოეწყო საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების კაბინეტი, აშენდა დიდი სპორტული დარბაზი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, სრულად კეთილმოეწყო სკოლის მიმდებარე ტერიტორია და დაიგო ბეტონის მონოლითური საფარი,მოეწყო ლითონის კვადრატული ღობე. სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით.

სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში სწავლობს 129 მოსწავლე და დასაქმებულია 33 პედაგოგი. ახალი სკოლა გათვლილია 250 მოსწავლეზე.

2016 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით სკოლას მიენიჭა დაწყებითი სკოლის ერთ-ერთი პირველი მოსწავლის, დამსახურებული პედაგოგისა და მოღვაწის, ამ სკოლის მასწავლებლისა და დირექტორის – ლევან ბერიძის სახელი.

შუახევის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ორი ახალი სკოლის მშენებლობა. მუნიციპალიტეტში 43 საჯარო სკოლაა.

სოფელ ფურტიოში ახალი სკოლის მშენებლობის ღირებულებამ შეადგინა 920 000 ლარი.

Comments
Loading...