- Advertisement -

შუახევში სოფელ ფურტიოში ბაგა-ბაღის მშენებლობაზე 168 ათასი ლარი დაიხარჯა

შუახევში სოფელ ფურტიოში ახალი ბაგა-ბაღი ბაღი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი შენობა. მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. 

ბაგა-ბაღი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი, რომლის მშენებლობაზეც 168. 000 ლარი დაიხარჯა. 

შენობა სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, საბავშვო ლიტერატურით და ტექნიკით. 

ბაგა-ბაღი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მუნიციპალიტეტის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად გახსნა.
დღეის მდგომარეობით შუახევში 10 ბაგა-ბაღია მოქმედი

Comments
Loading...