- Advertisement -

შუახევში სოფლის მეურნეობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

შუახევის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წელს განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხილვაგაიმართა. შეხვედრაზე სტუმრებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2018 წელს განსახორციელებელი პროგრამებისა და მათი სპეციფიკის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებიან შუხევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორი ჯამბულ აბულაძე, აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, ა.მ.ა.გ.ი (აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანება), თავმჯდომარეები, თემის რწმუნებულები და ფერმერები.

როგრამები ორიენტირებულია თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე, ნიადაგის პროდუქტიულობის ამაღლებასა და აგრარულ სექტორში დასაქმებულების ცოდნის გაფართოვებაზე, მემცენარეობასა და მეცხოველეობაში ჯიშთგანახლებაზე, მაღალეფექტური ერთწლიანი და მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების განვითარების ხელშეწყობაზე, წარმოდგენილი პროგრამები მიმართულია ასევე აგრარული ექსტენციის გაძლიერებაზე და მემცენარეობის და მეცხოველეობის დარგებში დასაქმებული ფერმერების და აგრომეწარმეების ცოდნის გაფართოვებაზე და აგრარულ სექტორში კვლევებისა და სტრატაეგიული დოკუმენტების შემუშავებაზე.

მიმდინარე წელს შუახევის მუნიციპალიტეტში განხორციელებული იქნება, ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა, მაღალეფექტური ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარება, რძის წარმოება-რეალიზაციის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფა, ახალი სანერგე, საჩითილე და სანაშენე მეურნეობის მოწყობა, აგრარული ექსტენციის მიწოდება ფერმერებზე.

შუახევის მერიის ინფორმაციით 2018 წელს, სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 975 227 ლარით გაიზარდა და 10 168 575 ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს სამინისტრო განსხორციელებს 8 პროგრამას, რომელიც მოიცავს 18 ქვეპროგრამას.

Comments
Loading...