- Advertisement -

შუახევში უამინდობის გამო სასწავლო პროცესი 28 სკოლაში შეჩერდა

შუახევის მინიციპალიტეტს უხვი ნალექის გამო ელექტრო ენერგია არმიეწოდება შუახევის მუნიციპალიტეტში თოვს. უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო მიმოსვლა აიკრძალა. თოვლის საფარი ამ დროისთვის დაბალი ზონის სოფლებში 70-80, ხოლო მაღალ ზონაში 100-1300 სმ-ს აღწევს.

დილიდან მიმდინარეობს დაბის ქუჩებისა და საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდითი სამუშაოები. გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ მერიის თანამშრომლებიც. 35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება მთლიან მუნიციპალიტეტს.

საგანმანათლებლო პროცესი შეჩერებულია მუნიციპალიტეტის 28 სკოლაში.რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ხიჭაურის და დაბის სტრუქტურულ ერთეულში. მერიაში საგანგებო შტაბი აგრძელებს მუშაობას. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

Comments
Loading...