შუახევში უკანონოდ ხე-ტყით სარგებლობის ფაქტი გამოვლინდა შუახევის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 6 თებერვალი, 2018 266 შუახევის მუნიციპალიტეტში უკანონო ხე-ტყით სარგებლობისა და გადამუშავების ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ ონფორმაციას გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შუახევის მუნიციპალიტეტში უკანონო ხე-ტყით სარგებლობისა და გადამუშავების გამოვლენის მიზნით, გეგმიური ღონისძიება გაატარეს. გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა – 4 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო, 3 ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევის ფაქტი, 2 სახერხი საამქროს რეგლამენტის წესების დარღვევა, 1 ლუქის დაზიანების ფაქტი და 3 უკანონოდ ტყით სარგებლობის ფაქტი, რომელთაგან 2 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოებში გადაიგზავნება", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.