- Advertisement -

შუახევში ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი აღნიშნეს

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 73 წელი გავიდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.

გამარჯვების 73-ე წლისთავი აღნიშნეს შუახევის მუნიციპალიტეტშიც. დილიდან შინ მოუსვლელთა მემორიალთან შეიკრიბა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც გვირგვინით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა მემორიალი, მათი სულების მოსახსენიებლად დაანთეს სანთლები.

ისაუბრეს მეორე მსოფლიო ომის თემაზე, 9 მაისის მნიშვნელობაზე.

შუახევის მერიის ინფორმაციით მეორე მსოფლიო ომში, 200-ზე მეტი შუახეველი იბრძოდა.

Comments
Loading...