- Advertisement -

შუბნის თემში შიდა სასოფლო გზების მოწყობისათვის ბიუჯეტიდან 94 409 ლარია გამოყოფილი

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთში, სასოფლო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. როგორც მუნიციპლიტეტის მერიაში „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადეს, შუბნის თემში რკინა ბეტონის შესყიდვა შიდა სასოფლო გზების მოსაწყობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 94 409 ლარია გამოყოფილი. 

ბეტონის საფარი მოეწყობა ასევე იაკობაურის, შუბნის და წელათის შიდა სასოფლო გზის პრობლემატურ მონაკვეთებზე.

Comments
Loading...