ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ახალგაზრდა დაშავდა ipressაჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 25 ოქტომბერი, 2018 113 შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენიმეწუთის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ამ წუთებში მედიკოსებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. მას თავის მძიმე ტრამვა აქვს მიღებული. რაც შეეხება კიდევ ორ პაციენტს მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული თავისა და სახის არეში. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძირბა 276-ე მუხლის პირველი ნაწიით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავარიააჭარაბათუმიჩაქვი